გამოცემა Variety ცნობით, მსახიობი კიმ კეტრელი კომედიურ სერიალში „How I Met Your Father” მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სერიალი ტელეარხ CBS-ის პოპულარული პროდუქტის „How I Met Your Mother“ სიქველი იქნება. იმედია იმ ადამიანებს, ვისაც მისი ეკრანზე ხილვა მოენატრა, დაუვიწყარ სანახაობას შემოგვთავაზებს.
კეტრელი სერიალში ერთ-ერთი მთავარი გმირის სოფიას ასაკოვან ვერსიას განასახიერებს, რომლის როლსაც წარსულში ჰილარი დაფი ასრულებდა. კეტრელთან ერთად სერიალში მონაწილეობას მიიღებენ: კრის ლოუელი, ტომ ეინსლი, ტინ ტრენი, ფრანსია რაისი და სურაი შარმა.
კიმ კეტრელს საზოგადოება კინოსტუდია HBO-ს პოპულარული სერიალიდან „Sex and the City“-დან იცნობს, რომელშიც იგი სამანტა ჯონსის როლს ასრულებდა წლების განმავლობაში. ამ როლმა მას ემის 5 ჯილდო მოუტანა.