იაპონიის ხელისუფლება ეკონომიკისა და მოსახლეობის მხარდასაჭერი ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, რომელიც მიმართული იქნება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულებისთვის და რომლის მოცულობაა 30 ტრილიონი ვონი ანუ 265 მლრდ ამერიკული დოლარი. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაკეტში შევა ასევე ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის, სადაც 18 წლამდე ასაკის ბავშვი ცხოვრობს, გასაცემი 100 ათასი იენი ანუ 880 დოლარი. მოსალოდნელია, რომ ამ პაკეტის შესახებ ქვეყანის ხელისუფლება ოფიციალურად 19 ნოემბერს გამოაცხადებს. მანამდე ითქვა, რომ ერთჯერადი დახმარება გაიცემოდა ყველა ბავშვიან ოჯახზე, მიუხედავად მათი შემოსავლებისა.
ხელისუფლება ასევე განიხილავს მოსახლეობისთვის ქულების დარიცხვის სისტემას, რომლის მოცულობა 30 ათასი იენი ანუ 265 დოლარია. საუბარია, საიდენტიფიკაციო ქულების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება მისი დახარჯვა და სხვადასხვა მომსახურების გადახდა.