ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და ბელარუსს მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.
„ბელარუსმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირზე ამ გზით ზეწოლა მიგრანტების ცინიკური გამოყენების გზით არ დაეხმარება მათ თავიანთი მიზნების მიღწევაში,“- ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ამ „ჰიბრიდულ თავდასხმაზე“, სანქციების გაფართოებული რეჟიმი დააწესონ.
შეგახსენებთ, პოლონეთი ბელარუსთა საზღვარზე ათასობით მიგრანტის შეჩერებას ცდილობს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას საზღვართან 12 000 ჯარისკაცია მობილიზებული.