პარტია "დროა“ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადის და ყველა არაძალადობრივ აქციაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა, გამოხატოს პირადი აზრი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნინო გოგუაძე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მას აკისრებს.