დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გაუარესებას ვერ შევაჩერებთ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრა.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელიც, რაც ინფექციის გავრცელებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. სამაგიეროდ მიმატებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა.