20 000 ტონით მეტი - რა მოცულობით მანდარინის მოსავალს ელოდება აჭარა 2021 წელს - Palitra News

20 000 ტონით მეტი - რა მოცულობით მანდარინის მოსავალს ელოდება აჭარა 2021 წელს

2021-11-08 08:09:37+04:00

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი უკვე დაწყებულია და 250 ტონა ექსპორტზეა გასული - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, წელს, აჭარაში მანდარინის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 70 000 ტონაა. მისი თქმით, მოსავლის ძირითადი რაოდენობა სომხეთში გადის. ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან ერთად კი წელს ქართული ციტრუსი შუა აზიაშიც გავა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.