მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.24 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 35.3 მილიონი ადამიანი იცრება.
მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.31 მილიარდს გადააჭარბა.
ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 557 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 428 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67,3 % აიცრა, აშშ-ში 58,3 %, ჩინეთში კი - 76,5%-ზე მეტი.