"შვილები არ გყავთ?" - რუსთავის ციხესთან ხმაური და დაპირისპირებაა - Palitra News

"შვილები არ გყავთ?" - რუსთავის ციხესთან ხმაური და დაპირისპირებაა

2021-11-06 21:41:19+04:00

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური და დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.

ამასთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა სამართალდამცავებსა და სხვა აქტივისტებს შორის.