მამაკაცი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე ცუდად გახდა, გარდაიცვალა - Palitra News

მამაკაცი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე ცუდად გახდა, გარდაიცვალა

2021-11-06 20:32:14+04:00

მამაკაცი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცუდად გახდა, გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას ადგილზე უწევდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.