ხმაურია რუსთავის ციხესთან - შსს-ს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს - Palitra News

ხმაურია რუსთავის ციხესთან - შსს-ს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს

2021-11-06 14:13:15+04:00

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს.

სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს განუმარტეს, რომ იქ, სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და სხვა ალტერნატიულ ადგილზე გადაეტანათ. აქციის ორგანიზატორი კი აცხადებს, რომ ის ადგილი, რომელსაც სცენისთვის სთავაზობენ, მათთვის მისაღები არ არის.