„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას დღეს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მელიამ განმარტა, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ