ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არავაქცინირებულ პირებს კაფეებში, რესტორნებსა და საპარიკმახეროებში შესვლა და ისეთ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ, სადაც 25-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.
”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები მანამ, სანამ რეანიმაციული განყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობას დაიწყებს”, - განაცხადა ვენის მერმა მაიკლ ლუდვიგმა.
მისი თქმით, ახალი ზომები, მომავალი კვირის ბოლოს ამოქმედდება.
ამასთან, ავსტრიის მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, როგორც კი რეანიმაციის განყოფილებების 600 საწოლი კოვიდპაციენტებით შეივსება, არავაქცინირებული პირებისთვის „ლოქდაუნი“ დაწესება და ყოველდღიური გადაადგილება შეეზღუდებათ.
გასული დღის განმავლობაში ავსტრიაში კორონავირუსის 8 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 64%-ი.