რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების გაყიდვის კამპანია აქტიურად გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი სახლი სოფელ ჩხუტელში გაიყიდა, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა შეიძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროექტის „დაკარგული სამოთხე“ ავტორი ლექსო ჩარკვიანი ავრცელებს.„89-ე კარმიდამო გათბა, ბედნიერებაში. სახლდება 21-27 წლის ახალგაზრდა წყვილი. თუ არ მეშლება, ამ სოფელში ეს მესამე ახალსმოსახლე უნდა იყოს“, – წერს ჩარკვიანი. მისივე ინფორმაციით, მიტოვებული სახლის ღირებულება 6000 დოლარს შეადგენდა.ცნობისთვის, ლექსო ჩარკვიანმა პროექტი „დაკარგული სამოთხე“ 2018 წლის ივნისში დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ის სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს. მიტოვებული სახლებით, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდები ინტერესდებიან.