სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა. „საქსტატის“ ცნობით, ყველა კომპონენტი მზარდია, როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი, იმპორტი, შიდა მიწოდება და განსაკუთრებით დიდია მარაგების ზრდა.
კერძოდ 2021 წლის ივლისში წარმოებამ 1.3 ათასი ტონა, აგვისტოში კი 4.3 ათასი ტონა შეადგინა. იმპორტი 11.9 ათასი ტონით გაიზარდა და აგვისტოში 144,3 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა ქვეყანაში. ამასთან, ექსპორტი ივლისში 2.5 ათასი ტონა, ხოლო აგვისტოში 5 ათასი ტონა იყო.
გაზრდილია შიდა მიწოდებაც, რომელმაც აგვისტოში 133.8 ათასი ტონა შეადგინა. ყველაზე შესამჩნევი კი, მარაგების ცვლილებაა - 0.9-დან 9.8-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მარაგების ცვლილება იანვარში -10.4 ათასი ტონა იყო.