განხორციელდება თუ არა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას გულისხმობს? - პაატა იმნაძე განცხადებას აკეთებს - Palitra News

განხორციელდება თუ არა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას გულისხმობს? - პაატა იმნაძე განცხადებას აკეთებს

2021-11-04 16:58:03+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობას გულისხმობს, ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველა სხვა პუნქტში პრეზიდენტს ეთანხმება და ამისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას პირადად უხდის.