საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.