თბილისმა გაიმარჯვა ბრიტანული სამოგზაურო მედიის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე კატეგორიაში „სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ“.
თბილისთან ერთად ამავე კატეგორიაში გამარჯვებულები არიან ლისაბონი და სევილია. მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული მკითხველებმა შეარჩიეს.
პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედაქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს და წარმოაჩენს თბილისის საქალაქო ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო მოგზაურებისათვის.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ კატეგორიაში თბილისის გამარჯვება ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზრებიდან საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვას.