პარლამენტიდან 37 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეღარ მიიღებს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სამი მეოთხედი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ახლა პარლამენტი 149 წევრით არის წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და საკუთრივ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრის შემადგენლობით დარჩა.
თუკი პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ ექვსი დეპუტატი გამოაკლდება, საარჩევნო სისტემასთან და ბარიერთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვერ მიიღებენ.