პოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2021-11-02 09:14:17+04:00

პოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.