ჩემი რჩევა იქნება, ყველა თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის და წესიერი ხალხის მიმართ, მიბაძონ ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი - მიხეილ სააკაშვილი - Palitra News

ჩემი რჩევა იქნება, ყველა თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის და წესიერი ხალხის მიმართ, მიბაძონ ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი - მიხეილ სააკაშვილი

2021-11-01 17:03:39+04:00

ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

ამასთან, როგორც გზავნილში წერია, სააკაშვილი იზიარებს მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ პარლამენტმა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია უკვე დაკარგა.