თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არასაარჩევნო გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ამ ხარისხის ბინძური მეთოდების გადალახვა უფრო ადვილია, ჩემი აზრით, ცდება - იმას ბევრად მეტი მასშტაბის მხარდაჭერა და ძალისხმევა სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რაც მოხდა არჩევნებზე, მშვიდობიანი პროტესტის გამართვა აბსოლუტურად ბუნებრივი, ნორმალური და აუცილებელია, თუმცა, მომავალში მთავარი მოთხოვნა მაინც უნდა იყოს პროცესების ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანა და ისეთი კლიმატის შექმნა, სადაც „ივანიშვილის რეჟიმს“ არ ეყოფა მანიპულაციების რესურსი.