დღეიდან, იმ პირებს, ვინც "ასტრაზენეკას" პირველი დოზით აიცრა, მეორე დოზით ასაცრელად სხვა ვაქცინებს შესთავაზებენ - Palitra News

დღეიდან, იმ პირებს, ვინც "ასტრაზენეკას" პირველი დოზით აიცრა, მეორე დოზით ასაცრელად სხვა ვაქცინებს შესთავაზებენ

2021-11-01 12:04:12+04:00

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა ძირითადად აუთვისებელი დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები დარჩა. მისი თქმით, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურები დააზუსტებენ "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.