ოპოზიციურმა კოალიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა და 30 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაპროტესტა. ოპოზიცია მასშტაბურ გაყალებებსა და მოსყიდვებზე საუბრობს.
დაანონსდა საპროტესტო აქციები. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიამ შეკრებაზე მომდევნო აქცია შვიდ ნოემბერს დაანონსა, თუმცა მოგვიანებით „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შვიდ ნოემბერს აქციის გამართვა კატეგორიულად გამორიცხა და აქციის საბოლოო თარიღად ექვსი ნოემბერი დასახელდა.
ოპოზიციური კოალიცია, პროტესტის ნიშნად ქუჩაში ინაცვლებს და უახლოეს დღეებში სხვადასხვა აქტივოვევებსა და არა ერთ აქციას გეგმავს.