14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო. წალენჯიხაში ყველა უბნის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მმართველი გუნდის კანდიდატს მოუგო. ეს ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს, რაც შეეხება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა - გიორგი ხარჩილავას 51% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48 %.