სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა, რის გამოც, უწყებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს "გრიფით საიდუმლოთი" მიმართა, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.
ლილუაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას შეეხება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის მასალების გასაიდუმლოება კი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე იმ ეტაპამდე მოხდება, სადამდეც ამის საჭიროებას გამოძიება დაინახავს.