სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უარყოფს თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდ მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.
მათივე თქმით, გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ და იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელითა და გვარით არის დაფიქსირებული.
სახელმწიფო სერვისების სააგენტო ამბობს, რომ 22 ოქტომბერს ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.