სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან პოლიციის დანაყოფები დგანან - შსს განცხადებას ავრცელებს - Palitra News

სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან პოლიციის დანაყოფები დგანან - შსს განცხადებას ავრცელებს

2021-10-30 15:31:56+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეც დანიშნულების რაზმის მობილიზების საკითხზე კომენტარს აკეთებს.

როგორც „პალიტრანიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის მე-12 დაწესებულების გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან.