დედაქალაქის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ კიდე ერთხელ მოუწოდებს. მერობის კანდიდატმა ბრიფინგი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართა და აღნიშნა, რომ 10 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია.
მისი თქმით, ამ დროისთვის აქტიურობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით 5%-ით მეტია.