ფოთში საარჩევნო უბენებზე რამდენიმე საჩივარი უკვე დაიწერა, თუმცა არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, განცხადებით, ერთი საარჩევნო უბანი 10 წუთით ადრე გაიხსნა, რაზეც საჩივარი საოლქოში უკვე შევიდა. მისივე თქმით, პროცედურულ დარღვევებზე რამდენიმე საჩივარი უბნებზეც დაიწერა, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.