პირველი ბრიფინგი გაიმართა ცესკოში. ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე და უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები.
ცესკოს სპიკერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.