ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ "ქართული ოცნების" დამკვირვებლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.