არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი 1 830 საარჩევნო უბანია. ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი რვა უბანი და ასევე შექმნილია 29-ა სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.
მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი ორ მილიონ 88 ათას 722-ს შეადგენს.
ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი დამკვირვებლებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე.