ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ, ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ - კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, 30 ოქტომბერს თბილისელებმა სამართლიანობა და მშვიდობა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიონ.