ტომ ჰოლანდი მონაწილეობით ახალი ფილმის Uncharted-ის ტრეილერი გავრცელდა - Palitra News

ტომ ჰოლანდი მონაწილეობით ახალი ფილმის Uncharted-ის ტრეილერი გავრცელდა

2021-10-27 11:02:51+04:00

ტომ ჰოლანდი და მარკ უელბერგი მალე განძის მაძიებლების როლში მოგვევლინებიან!

Zombieland-ისა და Venom-ის რეჟისორმა, რუბენ ფლაიშერმა ახალი ფილმი საკულტო ვიდეოთამაშის — Uncharted-ის მიხედვით გადაიღო და ამ კინოეკრანიზაციასაც იგივე სახელწოდება ექნება. ტომ ჰოლანდი განძის მაძიებელ ნათან დრეიკის როლს თამაშობს, რომელსაც ფათერაკკებით სავსე გზაზე მიზნის მიღწევაში უელბერგის პერსონაჟი სალი და სოფია ალის გმირი ქლოი ფრეიზერი ეხმარებიან.Uncharted-ის პრემიერა 2022 წლის 18 თებერვალსაა დაგეგმილი.