ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის დიუნის ახალი ეკრანიზაცია ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა. სასტარტო უიქენდზე დენი ვილნევის ფილმმა 40.1 მილიონი დოლარი მოაგროვა. პანდემიის პერიოდში ეს კინოსტუდია Warner Bros.-ის ყველაზე კარგი შედეგია.
დიუნი ასევე დენი ვილნევის ყველაზე წარმატებული პროექტია. რეჟისორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი Bladerunner 2049 იყო, რომელმაც პირველ უიქენდზე 32.7 მილიონი მოაგროვა.
წლის ყველაზე დიდმა ბლოკბასტერმა მსოფლიოში უკვე 200 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, ჯოშ ბროლინი, ჯეისონ მომოა და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.