ერთიანი გეგმის ნაწილია, რომ პატიმარ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს - მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა - სალომე სამადაშვილი - Palitra News

ერთიანი გეგმის ნაწილია, რომ პატიმარ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს - მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა - სალომე სამადაშვილი

2021-10-26 14:32:53+04:00

ეს ყველაფერი არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე მორალური წნეხი განხორციელდეს. ის განცხადებები, რაც კეთდება და მუდმივად მასხრად იგდებს ხელისუფლება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა სააკაშვილზე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, თუ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდება, ამ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიციის დიდ ალყას უზრუნველყოფს დაწესებულების გარშემო, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან.