ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ. მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა, შეხვედრის მონაწილე ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ და აცრილიყვნენ. შეხვედრის შემდეგ 20-მდე პირი აიცრა.