WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის შეფასებით, ალკოჰოლი ძუძუს კიბოს უმთავრესი რისკ-ფაქტორია - Palitra News

WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის შეფასებით, ალკოჰოლი ძუძუს კიბოს უმთავრესი რისკ-ფაქტორია

2021-10-21 16:41:30+04:00

WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის შეფასებით, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში ჯანმო მოუწოდებს ყველას გააცნობიეროს, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით.

მათივე ინფორმაციით, ალკოჰოლი ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზია.

როგორც WHO აცხადებს, 2020 წელს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან დაახლოებით 100 000 ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.