საქართველოს პროკურატურამ, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - დამნაშავეებმა გერმანიის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - დამნაშავეებმა გერმანიის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს

2021-10-21 12:22:27+04:00

საქართველოს პროკურატურამ, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად 2 ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი, აქედან 1 ისრაელის მოქალაქეა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წელს საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.