„ფეისბუქი“ მომდევნო კვირიდან სახელწოდებას იცვლის - Palitra News

„ფეისბუქი“ მომდევნო კვირიდან სახელწოდებას იცვლის

2021-10-21 10:55:12+04:00

მომდევნო კვირას, მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ სახელწოდების შეცვლას გეგმავს. მარკ ცუკერბერგი ახალი სახელწოდებას 28 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე გაამხელს.

ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება და „მეტასამყარო“. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დეტალები კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაც კი უცნობია.

ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს – სოც.ქსელის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy-ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო.