პროკურატურამ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

2021-10-21 10:02:40+04:00

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სოფელ გურჯაანში, დამამძიმებელ გარემოებაში შურისძიების მოტივით ცოლ-ქმარს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.