სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს - Palitra News

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

2021-10-15 14:10:49+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადებაში წერია, რომ ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალების მიზეზი კი ჯერჯერობით, დაუდგენელია.