თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი? - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს გაეხუმრა - Palitra News

თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი? - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს გაეხუმრა

2021-10-14 13:38:03+04:00

გეტყვით ხუმრობით - თქვენ არ იცით, რომ გუშინ გადავდექი, იცით ეს? - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის სავარაუდო გადადგომას ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხზე განმარტება „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა.