2022 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 3 ლარისა და 11 თეთრის, ხოლო ევროს - 3 ლარისა და 65 თეთრის ნიშნულზე ჩაიდო.
პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2022 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 35 მილიარდ 134 მილიონ 100 ათასი ლარი იქნება. მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 28 მილიარდ 68 მილიონ 800 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 7 მილიარდ 65 მილიონ 300 ათასი ლარის ოდენობით იქნება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 2021 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით, რომლის თანახმადაც, 1 ევრო 3 ლარი და 65 თეთრი ღირს; 1 ამერიკული დოლარი კი 3 ლარი და 11 თეთრი იყო.