დღევანდელ ვითარებაში, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სამარცხვინო არის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, ირაკლი ღარიბაშვილი - დავით ბერძენიშვილი - Palitra News

დღევანდელ ვითარებაში, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სამარცხვინო არის ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, ირაკლი ღარიბაშვილი - დავით ბერძენიშვილი

2021-10-06 13:00:28+04:00

რადგან ეს თემატიკა არჩია ირაკლი ღარიბაშვილმა, გავიხსენებ ჩემს ახალგაზრდობაში როგორ ლაპარაკობდნენ მსუბუქი ნარკოტიკის, „მარიხუანის“ მომხმარებლები - ერთი „მასტერკა“ ტვინი არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს. მისი ეს ტექსტი, სწორედაც ამის დამადასტურებელია, რაკი ნარკოტიკული მეტაფორა „კოკაინშიკობა“ და ა.შ. შემოიტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკურ ლექსიკონში. სასაცილოა ამ მხრივ, - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომელიც მან მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყნის პრობლემის მიმართ ეს ადეკვატური დამოკიდებულება არ არის.