საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი იზრდება. მეტიც, მიმდინარე წელს, პანდემიამდე არსებულ ნიშნულსაც გადააჭარბა. კერძოდ, 2021 წლის 8 თვეში საქართველომ 10 158 ერთეული სატვირთო შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 5 978 ერთეული ხოლო 2019 წლის 8 თვეში - 6 458.ამასთან მიმდინარე წლის 8თვეში საქართველომ ყველაზე მეტი სატვირთ ავტომობილი გერმანიისგან, ნიდერლანდისგან და პოლნეთისგან შეიძინა.
რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა, თუმცა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს ჯერ კიდევ ჩამორჩება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 8 თვეში 70 645 ერთეული სატვირთო ავტომობილი შემოვიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 62 499 ერთეული 2019 წლის 8 თვეში კი - 101 399 ერთეული.
საქართველოში მსუბიქი ავტომობილების ყველაზე დიდი რაოდენობის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და გერმანიიდან განხორციელდა.