ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები - Palitra News

ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები

2021-10-05 13:10:57+04:00

ინტერნეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

ვიდეო სანზონაში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც სააკაშვილი აიყვანეს.

ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებენ ყოფილ პრეზიდენტს ხელბორკილს.

ჩანაწერის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტზე რაიმე სახის ძალადობა არ განხორციელებულა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან ჩალელიშვილი ავრცელებს.