4 ოქტომბერს, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა.