ირაკლი კობახიძე - პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით, ამ ეტაპზე შემდეგია: "ქართული ოცნება" - 52.54%, "ნაციონალური მოძრაობა" - 29.45%, "საქართველოსთვის" - 5.71% - Palitra News

ირაკლი კობახიძე - პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით, ამ ეტაპზე შემდეგია: "ქართული ოცნება" - 52.54%, "ნაციონალური მოძრაობა" - 29.45%, "საქართველოსთვის" - 5.71%

2021-10-03 01:31:51+04:00

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, elections2021.ge-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნებას“ 52.54%, „ნაციონალური მოძრაობას“ კი 29.45% აქვს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლოდინი აქვთ, რომ საბოლოო შედეგები „იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა.

„გვინდა გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით. საუბარია ოფიციალურ ოქმებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან. როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბსამის პორტალზე elections2021.ge, რომლის ნახვა შეძულია ნებისმიერ მოქალაქეს. ამ პორტალზე დაახლოებით 10 წუთიანი ინტერევალებით განახლდება ინფორმაცია უახლოეს საათებში, საბოლოო ჯამში, 2-3 საათში სრულად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედები გამომდინარე იქიდან, რომ ქალქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვალას.

რაც შეეხება ამ ეტაპისთვის არსებულ მონაცემებს. დათვლილი 544 უბანი, 3743 უბნიდან, ეს არის საარჩევნო უბნების 14.53%, მთლიანობაში დათვლილია 139 ათსი ხმა, შედეგები ამ ეტაპზე შემდეგია: „ქართული ოცნება“ 52.54%, „ნაციონალური მოძრაობა“ 29.45%, „საქართველოსთვის“ 5.71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს“, - აღნიშნავს კობახიძე.