რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2021-10-01 16:02:22+04:00

რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანტაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, რომელიც ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში გაჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში რუმინეთის ქალაქ პიატრა-ნიამციში ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის იანვარში კი ბუქარესტის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი ტრაგედიების გამეორების თავიდან ასაცილებლად რეფორმების სასწრაფოდ გატარება იყო საჭირო.